ჩვენს შესახებ

,,მწვანე სახლი’’1960 წლიდან ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციაა საქართველოს ბაზარზე სანერგე და სასათბურე მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი საქმიანობაა დეკორატიული ხე-მცენარეების გამოყვანა, გამწვანების სამუშაოების შესრულება, მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, ლანდშაფტური დაგეგმარება, რულონული გაზონის (ბალახის) წარმოება;. ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ გამოცდილი დიზაინერებისა და მებაღეების პროფესიონალურ კონსულტაცია-მომსახურეობას. ამის გარდა, კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები (როგორც ნარგავები ასევე, ბილიკები, საბაღე ფურნიტურა და სხვა) და მათი მოვლა-პატრონობა. ,,მწვანე სახლში“ ყოველწლიურად 4 მილიონი ცალი სხვადასხვა სეზონური ყვავილი და დეკორატიული ნარგავები (ხე-მცენარეები) გამოჰყავთ. ჩვენს წარმოებაშია ამერიკული ჯიშის ,,ჩანდლერის“ კაკლის ნერგი. ჩვენი საქმიანობისთვის გაგვაჩნია ქალქ თბილისში, გორგასლის N52-ში მდებარე 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის გარდა მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ დეკორატიულ ხეების, ბუჩქოვანი მცენარეების და ყვავილების ნაირსახეობას.


OPENING HOURS

ორშაბათი 09:00-18:00
სამშბათი 09:00-18:00
ოთხშაბათი 09:00-18:00
ხუთშაბათი 09:00-18:00
პარასკევი 09:00-18:00
შაბათი 09:00-15:00
კვირა ---------------